თუკი თქვენ ახალგაზრდა ენთუზიასტი ან გამოცდილი სპეციალისტი ხართ, თუკი თქვენ ეძებთ დამსაქმებელს, რომელიც გამოიყენებს, პატივს სცემს და დააფასებს თქვენს ძალისხმევას, ჩვენ გეპატიჟებით “ჯეოლენდში”. მოდით და გაიზიარეთ ჩვენი წარმატება.
ჩვენი კულტურის ძირითადი კომპონენტიებია: საზრიანობა და პირდაპირობა, ღიად მოქმედება და ენთუზიაზმი, პრობლემების გადაწყვეტისადმი აქტიური მიდგომა და მომხმარებლების ხარისხიანი მომსახურება.
თუ ყოველივე ეს თქვენს ბუნებასთან ახლოს არის, მოგიწოდებთ დაათვალიეროთ ჩვენი ვებ-საიტი და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@geoland.ge. თქვენს განცხადებას აუცილებლად განვიხილავთ. კონფიდენციალურობა გარანტირებულია.
“ჯეოლენდის” კულტურა:
“ჯეოლენდი” არის კომპანია, რომელიც თავის თანამშრომლებთან ერთად იზრდება. ჩვენ ვართ პატარა ოჯახი, რომელშიც თქვენ ორგანიზაციის ყველა დონემდე ხელი მიგიწვდებათ. თქვენს იდეებს განიხილავენ და მხარს დაუჭერენ.
“ჯეოლენდში” თქვენ გუნდის წევრი იქნებით. ჩვენთან ყველა თანაბარია. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენთან მუშაობა თქვენთვის სახალისო იქნება. ჩვენი სამუშაო არანორმირებულია და ჩვენ ვიცით, როგორ დავაფასოთ თანამშრომლების ძალისხმევა. ჩვენ ვიცით, რომ, როდესაც ვინმეს ვეხმარებით, სამაგიეროდ გაცილებით მეტს ვიღებთ.
|