ჩვენ საუკეთესოები ვართ ჩვენს სფეროში იმიტომ, რომ ჩვენ საუკეთესო პროდუქტები გაგვაჩნია.
ჩვენ საქართველოში ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც სამგანზომილებიან მოდელირებას ან სანავიგაციო სისტემებისთვის ციფრულ რუკებს გთავაზობთ
მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის მზად ვართ ჩვენს კლიენტებს ვემსახუროთ
ვინ ვართ ჩვენ? |
|
|
2003 წელს ახალგაზრდა, ენთუზიასტურად განწყობილი ახალგაზრდა პროფესიონალთა ჯგუფმა, რომელიც მიზნად საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში GPS/GIS ტექნოლოგიების შემოტანად ისახავდა, შპს “ჯეოლენდი” დააარსა.
კომპანიამ სწრაფად დაიწყო ზრდა და თანამედროვე GIშ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ კომპანიად გადაიქცა. დღეს ჩვენი გუნდი შედგება კარტოგრაფიის, გეოგრაფიის, გეოდეზიის და სიანფორმაციო ტექნოლოგიების წამყვანი სპეციალისტებისგან. ზოგიერთს ალპინიზმში და სამშველო ოპერაციების განხორციელებაშიც გააჩნია გამოცდილება.
|
რას ვაკეთებთ |
|
|
“ჯეოლენდი” მოგაწვდით საქართველოს შესახებ უახლეს, ყველაზე სრულ და ყველაზე ზუსტ ციფრული რუკებისთვის აუცილებელ მონაცემებს, რომლებიც ნებისმიერ გეოგრაფიულ საინფორმციო სისტემასთან თავსებადია.
იმისათვის, რათა ჩვენს კლიენტებს GIშ ტექნოლოგიების სრული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა მივცეთ, ჩვენ მათ ინდივიდუალურ კურსებს და თრეინინგებს ვთავაზობთ.
|
საქმიანობა და კლიენტები: |
|
|
“ჯეოლენდს” სხვადასხვა ტიპის პორექტები აქვს განხორციელებული სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, მათ შორისაა:
• ქალაქების/რეგიონების მთავრობები და მუნიციპალიტეტები;
• საერთაშორისო ორგანიზაციები (KfW, EBRD, USAID);
• საზღვრის დაცვის დეპარტამენტი/თავდაცვის სამინისტრო;
• ეროვნული პარკები და ნაკრძალები;
• მუზეუმები;
• სამშენებლო კომპანიები;
• მილსადენების ინფრასტრუქტურის GPS აგემვა (BP-ს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი);
• GIS ტურისტული რესურსებისთვის;
• საგზაო ქსელი;
• მიწის კადასტრი და რეესტრის პროექტები. |
ჩვენი მიმდინარე პროდუქციისა და მომსახურების ხაზი: |
|
|
GIS მომსახურება
მონაცემთა შეგროვება და GIS სისტემაში ინტეგრირება, სივრცული ანალიზი, კლიენტების მოთხოვნით კომპიუტერული პროგრამების შექმნა, საბოლოო ამოსაბეჭდი სახის განსაზღვრა |
GIS კონსულტაციები და ანალიზი
• სივრცული ანალიზი, მოდელირება და GIS სისტემაში ინტეგრირება;
• კლიენტების მოთხოვნით კომპიუტერული პროგრამების შექმნა;
• რუკის სქემების შემუშავება და ბეჭდვა. |
პერსპექტიული პანორამა და მოდელირება
• ლანშაფტების რუკები;
• მასშტაბური მოდელები. |
ციფრული, ტოპოგრაფიული და ტურისტული რუკები |
აგაგმვა ქალაქებში და ქალაქგარეთ
განვითარება |
3D მოდელირება
• ობიექტების მოდელირება;
• ლანდშაფტების მოდელირება. |
GPS სანავიგაციო სისტემები
• “გარმინის” GPS ნავიგატორების რეალიზაცია;
• ციფრული რუკები GPs ნავიგატორებისთვის. |
გეოდეზია და ტოპოგრაფია
• ტოპოგეოდეზიური დაგეგმარება;
• ფასადების სამგანზომილებიანი აგეგმვა |
კარტოგრაფია
• რუკები;
• ქალაქების გეგმები;
• თემატური რუკები. |
აგრეთვე სხვა მაღალი ხარისხის გეოგრაფიული მონაცემები ციფრულ ფორმატში |
|
თანამშრომლები |
|
|
“ჯეოლენდს” 15 მუდმივი და მრავალი შტატგარეშე, კონტრაქტების საფუძველზე დაქირავებული თანამშრომელი ჰყავს
|
ლიცენზია |
|
|
ლიცენზია #გკ #01, გაცემულია: 2003 წლის 8 დეკემბერს საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის მიერ.
შპს “ჯეოლენდი” გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში საქართველოში პ[ირველი ლიცენზირებული კომპანია გახლავთ
სამშენებლო და საპროექტო სამუშაების წარმოების ლიცენზია #სლც #4632, გაცემულია: 2005 წლის 11 მაისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ
|
|