GIS ბიზნესში
ნებსმიერი ტიპის საქმიანი ინფორმაციის მისი ადგილმდებარეობის მიხედვით მართვის საშუალება იძლევა. თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ სად არიან მომხმარებლები, განსაზღვროთ ოფისების ადგილმდებარეობა, დაგეგმოთ სამარკეტინგო კამპანიები, მოახდინოთ გაყიდვების ტერიტორიების ოპტიმიზაცია და
მოახდინოთ საცალო ვაჭრობის სქემების მოდელირება. GIS იმ დამატებით უპირატესობას გაძლევთ, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ფირმა წარმატებულ და კონკურენტუნარიან საწარმოდ აქციოთ.
GIS თქვენი მონაცემების უკეთესად გაგების და შეფასების საშუალებას გაძლევთ, რადგან მისი მეშვეობით შეგიძლიათ თქვენს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია გრაფიკულ ფორმატში გამოსახოთ. GIS-ს მეშვეობით, სიმბოლოების, ფერების ან მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემების მნიშვნელობების შეცვლის შედეგად, შეგიძლიათ თქვნი ფირმის შესახებ არსბეული გეოგრაფიული ინფორმაციაც შეცვალოთ.
GIS მიწათსარგებლობის დაგემარებაში
GIS ქალაქების, რაიონების ან სულაც ეროვნული მთავრობების მიწათსარგებლობის საჭიროებების ვიზუალიზაციისთვის და დაგეგმარებისთვის გამოიყენება.
GIS სასოფლო მეურნეობაში
GIS სასოფლო მეურნეობის ბევრ დარგებში გამოიყენება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხა კულტურების მოსავლის მართვა, კულტურების როტაციის მეთოდიკის მნიტორინგის განხორციელება და ცალკეული ფერმებისთვის, ან სულაც მთელი სასოფლო-სამეურნეო რეგიონებისთვის ნიადაგების გამოფიტვის წინასწარმეტყველება.
GIS ადგილობრივ თვითმმართველობაში
ადგილობრივი მთავრობები GIS-ს მათი ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ. ხშირად, ერთი უწყების ან დეპარტამენტის მიერ შეგროვებული და გამოყენებული მონაცემების სხვებსითვისაც ხელმისაწვდომი და სასარგებლოა.
GIS რისკების მართვაში
GIS შეიძლება რისკების მართვაში და შეფასებაში დაგვეხმაროს, რადგან იგი გვიჩვენებს, რომელი რეგიონები შეიძლება დაზარალდნენ ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების შედეგად. ამის განსაზღვრის შემდეგ, მოვლენების სხვადასხვა სავარაუდო განვითარებისთვის, შესაძლებელია პრევენციული ზომების დაგეგმვა.
GIS სამხედრო საქმეში
სამხედრო ანალიტოკოსები და კარტოგრაფები GIშ-ს ძალიან ფართოდ იყენებენ, მაგალითად საბაზისო რუკების შესაქმნელად, დისლოკაციების შესაფასებლად და ტაქტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
GIS ობიეტქების დაგეგმვაში
მთელს მსოფლიოში, GIS ძალიან აქტიურად გამოიყენება ახალი ობიექტებისთვის ადგილმდებარეობის შესარჩევად ან უკვე არსებული ობიექტებისთვის ალტერნატიული ადგილმდებარეობის მოსაძებნად
GIS სატრანსპორტო გადაზიდვებში
GIS-ს გამოყენება სატრანსპორტო ინფრასტრუქტური მართვაში ან ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. GIS სასარგებლოა როგორც სარკინიგზო სისტემის ან საავტომობილო გზების მდგომარეობის მონიტორინგის განსახორციელებლად, ასევე თქვენი საქონლის ან მომსახურების მიწოდებისთვის საუკეთესო მარშრუტების განსასაზღვრად.
GIS რუკების შედგენისას
GIS-ის ერთერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ რუკების შედგენაა. სხვადასხვა პროფესიი ადამიანები ფართოდ იყენებდ GIS-ს რათა უფრო გასაგები გახადონ სხვებისთვის გეოგრაფიული მონაცემები. GIS-ში რუკის შესაქმნელად არ არის აუცილებელი გამოცდილი კარტოგრაფი იყოთ.
GIS ელექტრო/გაზმომარაგებაში
გაზის და ელექტროკომპანიები GIS-ს ყოველდღიურად იყენებენ რუკების შესადგენად და სისტემების ინვენტარიზაციის ჩასატარებლად, ტექნიკური უზრუნველყოფის აღსარიხცად, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასასგენად, დისტრიბუციის ანალიზის მოდელირებისას, ან ტრანსფორმატორების განლაგების და კრედიტების ანალიზისას
GIS და გარემოს დაცვა
GIS მნიშვნელოვნად გვეხმარება გარემოს დაცვაში. თუკი თქვენ პროფესიონალი ეკოლოგი ხართ, GIS-ს გამოყენება რუკების შესაქმნელად, სახეობების ინვენტარიზაციის განსახორციელებლად, გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად ან დამაბინძურებლების კვალის მისაგნებად შეგიძლიათ. GIS-ის გარემოსდაცვითი მიზნებით გამოყენების მაგალითების ჩამოთვლა შეიძლება უსასრულობამდე გავაგრძელოთ.
GIS სატყეო მეურნეობაში
ჩვენს დროში ტყეების მართვა სულ უფრო რთული და კომპლექსური ამოცანა ხდება. GIS დახმარებით მეტყევეებს შეუძლიათ ადვილად დაინახონ ტყე, როგორც ერთიანი ეჯკოსისტემა, და მისი პასუხისმგებლობით მართვა უზრუნველყონ.
GIS გეოლოგიაში
გეოლოგები თავიანთ ყოველდღიურ მუშაობაში GIS-ს ძალიან ფართოდ იყენებენ. თქვენჩ შეგიძლიათ მისი გამოყენება გეოლოგიური მახასიათებლების შესასწავლად, ნიადაგების და სხვადასხვა შრეების გასაანალიზებლად, სეისმური ინფორმაციის შესაფასებლად ან გეოგრაფიული თავისებურებების სამგანზომილებიანი მოდელების შესაქმნელად.
GIS ჰიდროლოგიაში
GIS-ს გამოყენება სადრენაჟო სისტემების შესასწავლად, გრუნტის წყლების შესაფასებლად, წყალგამყოფების ვიზუალიზაცისთვის და სხვა მრავალი ჰიდროლოგიური მიზნებისათვის არის შესაძლებელი
GIS წყალმომარაგების/საკანალიზაციო ინდუსტრიაში
წყალომომარაგების და კანალიზაციის სფეროში GIS გამოიყენება დაგეგმვაში, საინჟინრო სამუშაოების განხორციელებისას, ექსპლუატაციაში, ტექნიკურ უზრუნველყოფაში, ფინანსური და ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებისას.
|