საქართველოს ალპინისტური მარშუტების გზამკვლევი
წინამდებარე წიგნში საქართველოს კავკასიონის რამდენიმე პოპულარულ მწვერვალზე ასასვლელი მარშრუტების აღწერილობას მოვუყარეთ თავი. ამგვარი ტიპის გზამკვლევი ქართულ ენაზე ჯერაც არ გამოცემულა, ეს პირველი ცდა გახლავთ. შევეცადეთ, გამოგვეძებნა იმგვარი ფორმატი, რაც მკითხველს მაქსიმალურად გაუიოლებდა გზის გაკვლევას მთის ფერდობებსა თუ ხეობებში და მოგზაურობასაც უფრო სასიამოვნოს გახდიდა. ურთიერთდაკავშირებული ტექსტი, რუკა და ფოტოები უშუალოდ მოსდევს ერთმანეთს. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტის აღწერის შემოთავაზებას ვახერხებთ, თუმცა მომავალში ვაპირებთ, ეს საქმიანობა კვლავ გავაგრძელოთ და თანდათან საქართველოს მთიანეთის სხვა საინტერესო ადგილებიც მიმოვიხილოთ.
გლობალური დათბობის მსოფლიო პროცესი მაღალმთიან ადგილებს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ დაეტყო. იქ, სადაც ადრე მყინვარების ენა იყო, ახლა გაშიშვლებული მორენები გვხვდება ან სულაც ბალახი ბიბინებს. 30-40 წლის წინათ მარტივად გავლადი მყინვარები დღესდღეობით ძლიერ სახიფათო, ხშირ შემთხვევებში კი გაუვალიც გამხდარა. შესაბამისად, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი არსებული ალპინისტური მარშრუტები და, განსაკუთრებით, მარშრუტთან მისადგომი გზები.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული მარშრუტები 2009-2011 წლებში განხორციელებული ასვლების მიხედვითაა აღწერილი, ამავე დროს არის აღებული მარშრუტების GPშ კვალი. ხელახალი ასვლა ვერ მოხერხდა მხოლოდ მწვერვალ შხარაზე _  რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო _ ამიტომ ამ მარშრუტის აღწერისას გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული ექსპედიციის მონაცემებს დავეყრდენით. მარშრუტების GPშ კვალი და საკვანძო წერტილები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ კომპანია ჯეოლენდის და ტურიზმის სააგენტოს ვებ-გვერდებიდან (წწწ.გეოლანდ.გე ; წწწ.ტოურიზმრაგაცა.გე ).
გვსურს, გულითადო მადლობით მოვიხსენიოთ ყველა ის მთამსვლელი, ვინც დაგვეხმარა მარშრუტების აღწერილობის შედგენაში ან საჭირო ფოტოები მოგვაწოდა.

წინამდებარე წიგნში საქართველოს კავკასიონის რამდენიმე პოპულარულ მწვერვალზე ასასვლელი მარშრუტების აღწერილობას მოვუყარეთ თავი. ამგვარი ტიპის გზამკვლევი ქართულ ენაზე ჯერაც არ გამოცემულა, ეს პირველი ცდა გახლავთ. შევეცადეთ, გამოგვეძებნა იმგვარი ფორმატი, რაც მკითხველს მაქსიმალურად გაუიოლებდა გზის გაკვლევას მთის ფერდობებსა თუ ხეობებში და მოგზაურობასაც უფრო სასიამოვნოს გახდიდა. ურთიერთდაკავშირებული ტექსტი, რუკა და ფოტოები უშუალოდ მოსდევს ერთმანეთს. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტის აღწერის შემოთავაზებას ვახერხებთ, თუმცა მომავალში ვაპირებთ, ეს საქმიანობა კვლავ გავაგრძელოთ და თანდათან საქართველოს მთიანეთის სხვა საინტერესო ადგილებიც მიმოვიხილოთ.გლობალური დათბობის მსოფლიო პროცესი მაღალმთიან ადგილებს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ დაეტყო. იქ, სადაც ადრე მყინვარების ენა იყო, ახლა გაშიშვლებული მორენები გვხვდება ან სულაც ბალახი ბიბინებს. 30-40 წლის წინათ მარტივად გავლადი მყინვარები დღესდღეობით ძლიერ სახიფათო, ხშირ შემთხვევებში კი გაუვალიც გამხდარა. შესაბამისად, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი არსებული ალპინისტური მარშრუტები და, განსაკუთრებით, მარშრუტთან მისადგომი გზები.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული მარშრუტები 2009-2011 წლებში განხორციელებული ასვლების მიხედვითაა აღწერილი, ამავე დროს არის აღებული მარშრუტების GPშ კვალი. ხელახალი ასვლა ვერ მოხერხდა მხოლოდ მწვერვალ შხარაზე _  რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო _ ამიტომ ამ მარშრუტის აღწერისას გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული ექსპედიციის მონაცემებს დავეყრდენით. მარშრუტების GPშ კვალი და საკვანძო წერტილები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ კომპანია ჯეოლენდის და ტურიზმის სააგენტოს ვებ-გვერდებიდან (www.geoland.ge http://www.gnta.ge/ ).


გვსურს, გულითადო მადლობით მოვიხსენიოთ ყველა ის მთამსვლელი, ვინც დაგვეხმარა მარშრუტების აღწერილობის შედგენაში ან საჭირო ფოტოები მოგვაწოდა.