საქართველოს 1:200 000 ადმინისტრაციული რუკა (მუნიციპალიტეტების მიხედვით)
რუკის პარამეტრები:

საქართველოს 1:200 000 ადმინისტრაციული რუკა (NG)
ენა: ქართ/ინგ
მასშტაბი: 1:200 000
სიგრძე: 271 სმ,  სიგანე: 146 სმ
ქაღალდის ტიპი: ფოტო ქაღალდი



საქართველოს 1: 200 000 ადმინისტრაციულ რუკაზე(მუნიციპალიტეტების მიხედვით) წარმოდგენილია შემდეგი სახის გეოგრაფიული ინფორმაცია: 

 1. დასახლებული პუნქტები ადმინისტრაციული სტატუსის მიხედვით,ურბანული სტატუსისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, (რუკაზე ხაზგასმული დასახლებული პუნქტის სახელწოდება ეკუთვნის ახლომდებარე რკინიგზის სადგურსაც) მოც. რუკაზე აღნიშნული ყველა დასახლებული პუნქტი.

2. სახელმწიფო, ავტონომიური, რეგიონალური, მუნიციპალური და დროებითი ადმინისტრაციული წარმონაქმნების საზღვრები
 
3. ჰიდროგრაფიული ქსელი

4. საგზაო ქსელი, შესაბამისი ნუმერაციით

5. რკინიგზა 

6. მიწისქვეშა გაზსადენი და ნავთობსადენის მარშუტები

7.  რელიეფი დაჩრდილული ფონით

8. ოროგრაფიული, სიმაღლითი ნიშნულები

9. სახელმწიფო მნიშვნელობის წერტილოვანი ობიექტები: აეროპორტი, საზღვაო პორტი, საბაჟო

10. ისტორიულ-კულტურული და ტურისტულ-ეთნოგრაფიული წერტილოვანი ობიექტები


რუკაზე ცხრილური დანართის სახით დატანილია ძირითადი ზოგადი გეოგრაფიული მახასიათებლები ქვეყნის შესახებ, ეთნიკური შედგენილობის და ძირითადი რელიგიების აღმსარებელთა პროცენტული მაჩვენებლები, ასევე  მოსახლეობის რიცხოვნობა (მოსახლეობის რიცხოვნობის მონაცემები აღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2008 წლის ანგარიშიდან) და ფართობი მუნციპალიტეტების და მუნიციპალური ცენტრების.