საქართველოს ადმინისტრაციული რუკა(რეგიონების მიხედვით)(1:350 000)
რუკის პარამეტრები:

ენა: ქართ/ინგ
მასშტაბი: 1:350 000
სიგრძე: 185 სმ,  სიგანე: 100 სმ,
ქაღალდის ტიპი: ფოტო ქაღალდი





საქართველოს 1: 350 000 ადმინისტრაციულ რუკაზე (რეგიონების მიხედვით)  წარმოდგენილია შემდეგი სახის გეოგრაფიული ინფორმაცია: 

 1. დასახლებული პუნქტები ადმინისტრაციული სტატუსის მიხედვით, განსახლების ტიპისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, (რუკაზე ხაზგასმული დასახლებული პუნქტის სახელწოდება ეკუთვნის ახლომდებარე რკინიგზის სადგურსაც)

2. სახელმწიფო, ავტონომიური, რეგიონალური, მუნიციპალური, საქალაქო და დროებითი ადმინისტრაციული წარმონაქმნების საზღვრები
 
3. ჰიდროგრაფიული ქსელი

4. საგზაო ქსელი

5. რკინიგზა 

6. რელიეფი დაჩრდილული ფონით

7. ოროგრაფიული, სიმაღლითი ნიშნულები 

8. სახელმწიფო მნიშვნელობის წერტილოვანი ობიექტები: აეროპორტი, საზღვაო პორტი, საბაჟო

9. ისტორიულ-კულტურული და ტურისტულ-ეთნოგრაფიული წერტილოვანი ობიექტები


რუკაზე ცხრილური დანართის სახით დატანილია ძირითადი ზოგადი გეოგრაფიული მახასიათებლები ქვეყნის შესახებ, ეთნიკური შედგენილობის და ძირითადი რელიგიების აღმსარებელთა პროცენტული მაჩვენებლები, ე.წ.  Distant Chart ანუ მანძილების ცხრილი საქართველოს ქალაქებს შორის კმ-ში, ასევე  მოსახლეობის რიცხოვნობა (მოსახლეობის რიცხოვნობის მონაცემები აღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2008 წლის ანგარიშიდან) და ფართობი რეგიონების შესახებ.
 
Price - 160 GEL