GPS მონიტორინგი
    ჯეოლენდ მონიტორინგი _ ეს არის ტრანსპორტის მონიტორინგის კორპორაციული სისტემა, რომელიც ფიჭური კავშირისა და GPS ქსელების რესურსებს იყენებს. 

   ეოლენდ მონიტორინგის სისტემის ბირთვის მოქნილი არქიტექტურა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებულ განსხვავებულ მოწყობილობებთან სწრაფი ადაპტირებისა და მათი ჩართვის საშუალებას იძლევა. მოწყობილობა შედგება სამი ძირითადი ელემენტისაგან:სისტემური ბლოკი, რომელიც შეიცავს ინფორმაციის გადამამუშავებელ დაფას, GPS და GSM ანტენები.



     ჯეოლენდ მონიტორინგის მომსახურებით სარგებლობენ დაწესებულებები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, შეამცირონ ავტოპარკის შენახვის ხარჯები, გააუმჯობესონ სატრანსპორტო მომსახურების ხარისხი და აამაღლონ გადაზიდვის უსაფრთხოება.

     
სისტემის უპირატესობანი  
ცენტრალიზებული რუკა:
სისტემაში ჩართვისას არ არის საჭირო ქალაქების, რაიონებისა და რეგიონების რუკების შეძენა. აუცილებელი რუკები თავისთავად არის მოცემული სისტემაში.      
ცენტრალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა:
სადისპეტჩერო ცენტრის ორგანიზებისათვის საკმარისია ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. საჭირო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-ბრაუზერის მეშვეობით. გარდა ამისა, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე შესაძლებელია რამდენიმე სადისპეტჩერო ცენტრის შექმნა და განაწილება.
 
მაღალი საიმედოობა:
სისტემის საინფორმაციო ცენტრი აგებულია მაღალი წარმადობის მქონე სერვერებზე და უზრუნველყოფილია რეზერვირების სისტემებითა და უწყვეტი კვებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონაცემები თქვენი ტრანსპორტის გადაადგილებისა და მდგომარეობის შესახებ ინახება მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში მაშინაც კი, როცა თქვენი სადისპეტჩერო ცენტრი არ მუშაობს.
სისტემის უპირატესობანი  

ცენტრალიზებული რუკა:

სისტემაში ჩართვისას არ არის საჭირო ქალაქების, რაიონებისა და რეგიონების რუკების შეძენა. აუცილებელი რუკები თავისთავად არის მოცემული სისტემაში.      

ცენტრალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა:

მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებისათვის საკმარისია ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. საჭირო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-ბრაუზერის მეშვეობით. გარდა ამისა, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე შესაძლებელია რამდენიმე მონიტორინგის ცენტრის შექმნა და განაწილება.
 
მაღალი საიმედოობა:

სისტემის საინფორმაციო ცენტრი აგებულია მაღალი წარმადობის მქონე სერვერებზე და უზრუნველყოფილია რეზერვირების სისტემებითა და უწყვეტი კვებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონაცემები თქვენი ტრანსპორტის გადაადგილებისა და მდგომარეობის შესახებ ინახება მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში მაშინაც კი, როცა თქვენი მონიტორინგის ცენტრი არ მუშაობს.
 


სისტემაში ჩართვის ეფექტი

ჯეოლენდ მონიტორინგი დაგეხმარებათ, მნიშვნელოვნად შეამციროთ ოპერაციული დანახარჯები, რასაც განაპირობებს:
 
მონიტორინგის ოპერატიული ფუნქციების ოპტიმიზაცია;
ფუჭი და უშედეგო გარბენების შემცირება;
ავტოტრანსპორტის არამიზნობრივი გამოყენებისა და გავლილი მარშრუტის გაყალბების გამორიცხვა;
მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება სარწმუნო სტატისტიკურ სააღრიცხვო მონაცემებზე  დაყრდნობით;
ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა რესურსების ეკონომია.

ჯეოლენდ მონიტორინგი ამაღლებს სატრანსპორტო მომსახურების ხარისხს, რაც განპირობებულია:
 
გადაზიდვებზე განაცხადების დამუშავების სისწრაფითა და მოწესრიგებულობით;
გადაზიდვების მარშრუტებისა და გრძელვადიანი გეგმების რაციონალური შედგენით;
ავტოტრანსპორტის ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის, ტვირთის მიღება-გაგზავნის შესახებ ინფორმაციის მომენტალური მიღების შესაძლებლობით;

ჯეოლენდ მონიტორინგი ამაღლებს გადაზიდვის უსაფრთხოებას.  თქვენ შეგიძლიათ:
 
ოპერატიულად აკონტროლოთ ავტომანქანის აცდენა განსაზღვრული მარშრუტიდან და გასვლა განსაზღვრული რაიონიდან;
მძღოლს ნებისმიერ მომენტში გაუგზავნოთ გამაფრთხილებელი შეტყობინება (დამატებითი სერვისი);
ბორტკომპლექტის მეშვეობით თვალყური ადევნოთ ავტომანქანის მდგომარეობას (მაგ., ხომ არ გაიღო სატვირთო განყოფილება), ასევე დისტანციურად მართოთ სხვადასხვა მოწყობილობა (კარების საკეტები, ანთების ჯაჭვი) (დამატებითი სერვისი).

 
შესაძლებლობები

ადგილმდებარეობა:
 
განსაზღვრეთ თქვენი ავტომანქანისა და ქალაქის სხვადასხვა ობიექტების ადგილმდებარეობა ელექტრონულ რუკაზე. დაიტანეთ რუკაზე საკუთარი ობიექტები (ოფისები, საწყობები, გაყიდვის პუნქტები და ა.შ.), მათზე დაკვირვების მარშრუტები და მოახდინეთ შიდა სატრანსპორტო დინებების ოპტიმიზაცია.

მდგომარეობა:
 
მიიღეთ მომენტალური ამომწურავი ინფორმაცია ავტომობილის სიჩქარის, მოძრაობის მიმართულების, ბორტის დეტექტორების ჩვენებების შესახებ. საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინებებს უმოკლეს დროში, წამიერად მიიღებთ. მუშაობის პრინციპი იხილეთ განყოფილებაში “მონიტორინგის ცენტრი”  

სტატისტიკა:
 
გააანალიზეთ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტები გავლილი დღის, კვირის, თვის მანძილზე და ა.შ. განსაზღვრეთ მათი სიგრძე, მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებაზე მოთავსებული სხვადასხვა დეტექტორის მუშაობის შესახებ. მუშაობის პრინციპი იხილეთ განყოფილებაში “მონიტორინგის ცენტრი”. მსხვილ კორპორაციებს შეუძლიათ, სააღრიცხვო ანგარიშები ისეთი სახით მიიღონ, როგორიც უფრო ახლოს არის მათი საქმიანობის სფეროსთან.

სისტემის მონტაჟი და მომსახურება
 
ხელშეკრულების დადების შემდეგ კომპანიის სპეციალისტები რამდენიმე დღის განმავლობაში ამონტაჟებენ ბორტკომპლექტებს კლიენტის სატრანსპორტო საშუალებებზე.
უზრუნველყოფენ ინფორმაციულ მომსახურებასა და  უსაფრთხოებას.
მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ქმნიან სპეციალურ სააღრიცხვო ფორმებს (მხოლოდ მსხვილი კლიენტებისათვის).
თვალყურს ადევნებენ სამომხმარებლო სისტემის მუშაობას, ახდენენ მის დიაგნოსტიკას, მუდმივად რეაგირებენ არასაშტატო სიტუაციებზე.