ყიდვის პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პროდუქციის შეძენის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ჩვენი მომსახურების პირობებს, რაც მდგომარეობს შემდეგში:

  • მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი პროდუქტის შეძენისას შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე;
  • პროდუქტის შეძენისას სრულად უნდა იყოს შეყვანილი მიტანის სერვისისთვის აუცილებელი ველები: მიმღების სახელი, გვარი, სრული მისამართი (ქვეყანა, ქალაქი, რაიონი, ქუჩა, ბინის ნომერი), ტელეფონი, ელ.ფორსტა
  • პროდუქტის დაბრუნება ხდება მიწოდებიდან 48 საათის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ პროდუქტის დაბრუნება აღარ მოხდება;
  • პროდუქტის უკან დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი იქნება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარეთ (გამოუყენებელი და დაუზიანებელი);
  • მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში, თუ:
  1. არ მიუღია შეძენილი პროდუქტი თანხის გადახდიდან 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში ;
  2. შეძენილი პროდუქტი განსხვავდება ვებგვერდზე განთავსებული/აღწერილი პროდუქტისგან (განსხვავებულია ფერი, ზომა…);
  3. პროდუქტი დაზიანებულია.
  • თუ მყიდველს არ მიუღია პროდუქტი, ან არ ჩაიბარა შემდეგი მიზეზების გამო:
  1. პროდუქტი განსხვავდება ვებგვერდზე განთავსებული/აღწერილი პროდუქტისგან (განსხვავებულია ფერი, ზომა…);
  2. პროდუქტი დაზიანებულია.
  • თანხის დაბრუნება მოხდება შეძენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • მომხმარებელი მიღება-ჩაბარების საბუთზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ დაუზიანებელი ჩაიბარა სწორედ ის პროდუქტი, რომელიც შეიძინა;

ონლაინ შეძენა ხორციელდება

ელექტრონული გადახდის სისტემებით: ინვოისით ან ბარათით. გადახდისა და პირადი ინფორმაციის დაცვა უზრუნველყოფილია SSL პროტოკოლის გამოყენებით;

თანხის ჩამოჭრის პოლიტიკა:

პროდუქციის ონლაინ შეძენის შემთხვევაში თანხის ჩამოჭრა ხდება:

  • ბარათის მონაცემების შეყვანისა და sms კოდის დადასტურებისთანავე.
  • მას შემდეგ, რაც ჩაიბარებთ შეძენილ ნივთს და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელისმოწერით დაადასტურებთ ამ ფაქტს. ბარათის მონაცემების შეყვანისა და თანხის გადახდის შემდეგ, თანხა რჩება თქვენსავე ანგარიშზე დარეზერვებული სახით, იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდება ნივთის უკან დაბრუნება.
  • დისკრიპტორი გადახდის დასრულებამდე, რომელიც დაფიქსირდება თქვენს ამონაწერში – შპს ჯეოლენდი

 

მიტანის პირობები:

მზა პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მიტანის ვადად განისაზღვრება 2 სამუშაო დღე, ხოლო დასაბეჭდი პროდუქტის შემთხვევაში – 5 სამუშაო დღე

 

მიტანის ღირებულება თბილისში – 10 ლარი, რეგიონში – დაანგარიშდება ინვოისში.

 

განაცხადი მომხმარებლის კონფიდენციალურობაზე

ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, თქვენ სრულად ეთანხმებით მომხმარებლის კონფიდენციალურობის განაცხადს, განაცხადის პირობებში შეიძლება დროდადრო შევიდეს ცვლილებები. გთხოვთ, რეგულარულად ადევნოთ თვალი მას.

პროდუქტის შეძენის დროს / რეგისტრაციის დროს ჩვენ ვინახავთ შემდეგ პერსონალულ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული მეილი), საბანკო ბარათისა და ბილინგის ინფორმაციას (აღნიშნული ინფორმაცია ინახება პარტნიორი ბანკის მიერ, სწორედ პარტნიორია პასუხისმგებელი აღნიშნულ მონაცემთა უსაფრთხოებაზე).

 

მონაცემთა დამუშავების მიზნები

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის მიზნით
  • პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების მიზნით
  • მარკეტინგული კვლევებისთვის – რომ შემოგთავაზოთ მომსახურებები და პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს;
  • თქვენთვის ელექტრონული მეილებისა და SMS შეტყობინებების გამოსაგზავნად ჩვენი მომსახურებებისა და პროდუქტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს;

 

თანხმობა cookie ფაილების გამოყენების შესახებ.
ჩვენ ასევე  ვიყენებთ cookies ფაილებს – მცირე საინფორმაციო ფაილებს, რაც გამოიყენება ვებ-გვერდის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისთვის.  ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს: IP მისამართს, browser–ის ტიპს, ინტერნეტ მომსახურების გამწევი პლატფორმის ტიპს, ასევე ვებგვერდის მისამართს, რომლიდანაც ეწვიეთ ჩვენს გვერდს და რომელზეც გადახვალთ, მას შემდეგ, რაც დატოვებთ ჩვენს ვებგვერდს, ვებგვერდზე ვიზიტის თარიღს და დროს.

ვებგვერდის გამოყენების დაწყებამდე თქვენ უნდა დაეთანხმოთ ვებგვერდზე გამოსულ შეტყობინებას, რომელიც გაცნობებთ cookies ფაილების გამოყენების შესახებ. თუ არ დაეთანხმებით შეტყობინებას, მაგრამ აგრძელებთ ვებგვერდის გამოყენებას, ეს ჩაითვლება თქვენს თანხმობად”cookie” ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა

კომპანია დაიცავს პერსონალური მონაცემებისა და პირადი ინფორმაციის კონფიდენცილობას და არ გადასცემს მათ მესამე პირს. პერსონალური მონაცემებისა და პირადი ინფორმაციის  გამჟღავნებად არ ჩაითვლება იმ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა:

  • საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არის/გახდება საჯარო;
  • რომლის გამჟღავნება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის მესამე პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად.