განაცხადი მომხმარებლის კონფიდენციალურობაზე
ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, თქვენ სრულად ეთანხმებით მომხმარებლის კონფიდენციალურობის განაცხადს, განაცხადის პირობებში შეიძლება დროდადრო შევიდეს ცვლილებები. გთხოვთ, რეგულარულად ადევნოთ თვალი მას.
პროდუქტის შეძენის დროს / რეგისტრაციის დროს ჩვენ ვინახავთ შემდეგ პერსონალულ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული მეილი), საბანკო ბარათისა და ბილინგის ინფორმაციას (აღნიშნული ინფორმაცია ინახება პარტნიორი ბანკის მიერ, სწორედ პარტნიორია პასუხისმგებელი აღნიშნულ მონაცემთა უსაფრთხოებაზე).
მონაცემთა დამუშავების მიზნები
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებისთვის:
- მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის მიზნით
- პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების მიზნით
- მარკეტინგული კვლევებისთვის – რომ შემოგთავაზოთ მომსახურებები და პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს;
- თქვენთვის ელექტრონული მეილებისა და SMS შეტყობინებების გამოსაგზავნად ჩვენი მომსახურებებისა და პროდუქტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს;
თანხმობა cookie ფაილების გამოყენების შესახებ.
ჩვენ ასევე ვიყენებთ cookies ფაილებს – მცირე საინფორმაციო ფაილებს, რაც გამოიყენება ვებ-გვერდის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისთვის. ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს: IP მისამართს, browser–ის ტიპს, ინტერნეტ მომსახურების გამწევი პლატფორმის ტიპს, ასევე ვებგვერდის მისამართს, რომლიდანაც ეწვიეთ ჩვენს გვერდს და რომელზეც გადახვალთ, მას შემდეგ, რაც დატოვებთ ჩვენს ვებგვერდს, ვებგვერდზე ვიზიტის თარიღს და დროს.
ვებგვერდის გამოყენების დაწყებამდე თქვენ უნდა დაეთანხმოთ ვებგვერდზე გამოსულ შეტყობინებას, რომელიც გაცნობებთ cookies ფაილების გამოყენების შესახებ. თუ არ დაეთანხმებით შეტყობინებას, მაგრამ აგრძელებთ ვებგვერდის გამოყენებას, ეს ჩაითვლება თქვენს თანხმობად”cookie” ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.
პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა
კომპანია დაიცავს პერსონალური მონაცემებისა და პირადი ინფორმაციის კონფიდენცილობას და არ გადასცემს მათ მესამე პირს. პერსონალური მონაცემებისა და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებად არ ჩაითვლება იმ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა:
- საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არის/გახდება საჯარო;
- რომლის გამჟღავნება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის მესამე პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად.