პროდუქციის შეძენის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ჩვენი მომსახურების პირობებს, რაც მდგომარეობს შემდეგში:
- მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი პროდუქტის შეძენისას შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე;
- პროდუქტის შეძენისას სრულად უნდა იყოს შეყვანილი მიტანის სერვისისთვის აუცილებელი ველები: მიმღების სახელი, გვარი, სრული მისამართი (ქვეყანა, ქალაქი, რაიონი, ქუჩა, ბინის ნომერი), ტელეფონი, ელ.ფორსტა
- პროდუქტის დაბრუნება ხდება მიწოდებიდან 48 საათის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ პროდუქტის დაბრუნება აღარ მოხდება;
- პროდუქტის უკან დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი იქნება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარეთ (გამოუყენებელი და დაუზიანებელი);
- მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში, თუ:
- არ მიუღია შეძენილი პროდუქტი თანხის გადახდიდან 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში ;
- შეძენილი პროდუქტი განსხვავდება ვებგვერდზე განთავსებული/აღწერილი პროდუქტისგან (განსხვავებულია ფერი, ზომა…);
- პროდუქტი დაზიანებულია.
- თუ მყიდველს არ მიუღია პროდუქტი, ან არ ჩაიბარა შემდეგი მიზეზების გამო:
- პროდუქტი განსხვავდება ვებგვერდზე განთავსებული/აღწერილი პროდუქტისგან (განსხვავებულია ფერი, ზომა…);
- პროდუქტი დაზიანებულია.
- თანხის დაბრუნება მოხდება შეძენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
- მომხმარებელი მიღება-ჩაბარების საბუთზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ დაუზიანებელი ჩაიბარა სწორედ ის პროდუქტი, რომელიც შეიძინა;
ონლაინ შეძენა ხორციელდება
ელექტრონული გადახდის სისტემებით: ინვოისით ან ბარათით. გადახდისა და პირადი ინფორმაციის დაცვა უზრუნველყოფილია SSL პროტოკოლის გამოყენებით;
თანხის ჩამოჭრის პოლიტიკა:
პროდუქციის ონლაინ შეძენის შემთხვევაში თანხის ჩამოჭრა ხდება:
- ბარათის მონაცემების შეყვანისა და sms კოდის დადასტურებისთანავე.
- მას შემდეგ, რაც ჩაიბარებთ შეძენილ ნივთს და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელისმოწერით დაადასტურებთ ამ ფაქტს. ბარათის მონაცემების შეყვანისა და თანხის გადახდის შემდეგ, თანხა რჩება თქვენსავე ანგარიშზე დარეზერვებული სახით, იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდება ნივთის უკან დაბრუნება.
- დისკრიპტორი გადახდის დასრულებამდე, რომელიც დაფიქსირდება თქვენს ამონაწერში – შპს ჯეოლენდი
მიტანის პირობები:
მზა პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მიტანის ვადად განისაზღვრება 2 სამუშაო დღე, ხოლო დასაბეჭდი პროდუქტის შემთხვევაში – 5 სამუშაო დღე
მიტანის ღირებულება თბილისში – 10 ლარი, რეგიონში – დაანგარიშდება ინვოისში.